FSC-ის ტყის მართვის სტანდარტი არეგულირებს ტყის მართვის საკითხს და სერტიფიკატით ადასტურებს, რომ ტყის მართვა ხორციელდება იმგვარად, რომ დაცული იყოს ბიომრავალფეროვნება, სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ მოსახლეობას და დასაქმებულებს და უზრუნველყოფს ეკონომიკურ მდგრადობას და სიცოცხლისუნარიანობას.
ტყის მართვის საბჭოს შემუშავებული აქვს 10 პრინციპი, რომლებსაც უნდა პასუხობდეს ტყის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, რათა ის სერტიფიცირებული იყოს FSC-ის ტყის მართვის სტანდარტის მიხედვით. აღნიშნული პრინციპები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა თემისა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა და ასევე გარემოსა და საზოგადოებაზე ზეგავლენის მართვა.