გაეროს ჩარჩოკონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ მიიღეს 1992 წლის რიოს სამიტზე, ძალაში შევიდა 1994 წელს. კონვენციის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზაცია და კლიმატის ცვლილების სახიფათო შედეგების პრევენცია. „ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზაცია იმ დონეზე, რომელიც შესაძლებელს გახდის კლიმატის სისტემაში სახიფათო ანთროპოგენური ჩარევის პრევენციას“
კონვენცია აწესებს სათბურის აირების გაფრქვევების არასავალდებულო ზღვრებს ქვეყნებისათვის.