„პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“ (პარიზის კლიმატის შეთანხმება) მიიღეს პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის ფარგლებში). „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ“ არის საეტაპო შეთანხმება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ისტორიაში. ის მიზნად ისახავს შეებრძოლოს კლიმატის ცვლილებას და ძალისხმევა და ფინანსები მიმართოს მდგრადი, დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარებისკენ.
კონკრეტულად, შეთანხმების მიზანია გლობალურმა საშუალო ტემპერატურის ზრდამ 2 გრადუს ცელსიუსს არ გადააჭარბოს, წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, ასევე ყველა ძალა იხმაროს, რომ ეს ზრდა 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს. შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს გააძლიეროს ქვეყნების უნარები გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების შედეგებს.