The Smart Campaign-ი არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლიენტების უფლებების დანერგვას მიკროსაფინანსო კომპანიების ორგანიზაციულ კულტურასა და საქმიანობაში.
The Smart Campaign-ის „კლიენტების დაცვის პრინციპები“ მოიცავს კლიენტებთან მოპყრობისა და მათთან პასუხისმგებელი ურთიერთობის შესახებ ძირითადი პრინციპების და სტანდარტების ნაკრებს.
Smart Campaign-ი მოუწოდებს საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ემსახურებიან დაბალშემოსავლიან კლიენტებს, გაიარონ სერტიფიცირება აღნიშნული სტანდარტის მიხედვით; ასევე მოუწოდებს ინვესტორებს მოსთხოვონ კომპანიებს ამ სტანდარტით სერტიფიცირება.
Smart Campaign-ის კლიენტების დაცვის სერტიფიცირება ეფუძნება მესამე მხარის მიერ შესრულებულ დამოუკიდებელ შეფასებას და საჯაროდ ადასტურებს, რომ საფინანსო ინსტიტუტი აკმაყოფილებს კლიენტების მოპყრობის პასუხისმგებელ სტანდარტებს.