კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია ძალაში შევიდა 2005 წლის 14 დეკემბერს. საქართველო კონვენციას 2008 წლის 4 ნოემბერს შეუერთდა. ეს კონვენცია არის პირველი საერთაშორისო სავალდებულო ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. კონვენცია ავალდებულებს ხელმომწერ ქვეყნებს განახორციელონ ფართო სპექტრის ანტიკორუფციული ღონისძიებები, რაც აისახება ქვეყანათა კანონმდებლობებში, ინსტიტუტებსა და პრაქტიკაში. ამ ღონისძიებათა მიზანია ხელი შეუწყოს კორუფციის პრევენციასა და კრიმინალიზაციას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამის სამართლებრივ რეგულირებას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე კონვენციის განხორციელების მექანიზმების დანერგვას.