ICC ქცევის წესები მექრთამეობისა და გამომძალველობის წინააღმდეგ არის მსხვილი, საერთაშორისო კომპანიების თვითრეგულირების ინსტრუმენტი, რომელსაც მრავალი ქვეყნის მთავრობა უჭერს მხარს. კომპანიების მიერ ამ წესების ნებაყოფლობითი შესრულება ხელს უწყობს ბიზნესტრანზაქციებში პატიოსნების მაღალი სტანდარტების დანერგვას – იქნება ეს ტრანზაქციები საწარმოთა შორის თუ საწარმოებსა და საჯარო უწყებებს შორის.
„ქცევის წესების“ უკანასკნელი, განახლებული ვერსია 2005 წელს გამოქვეყნდა. იგი 3 ნაწილისაგან შედგება: პირველი შეიცავს ქცევის ნებაყოფლობით წესებსა და განხორციელების პროცედურებს საწარმოებისათვის; მეორე შეეხება ICC ანტიკორუფციული კომისიის საქმიანობას აღნიშნული ქცევის წესების დასანერგად; მესამე ნაწილში კი განხილულია ICC-ის ანტიკორუფციული კომისიის მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ეროვნულ მთავრობებთან კორუფციის წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომების გასაძლიერებლად.