Global Reporting Initiative Reporting Standards
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტები

Global Reporting Initiative Reporting Standards
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტები

გაფილტვრა

Global Reporting Initiative Reporting Standards
ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტები

„ანგარიშგების გლობალური ინიციატივა“ (The Global Reporting Initiative / GRI) არის საერთაშორისო არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ქსელური მუშაობის პრინციპს ეფუძნება. „ანგარიშგების გლობალურმა ინიციატივამ“ შეიმუშავა მდგრადი განვითარების ანგარიშგების ერთიანი სტანდარტიზებული ფორმატი, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ასპექტებს. ამ ფორმატის მიხედვით, ანგარიშის მომზადება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მისი საქმიანობის სფეროს, ზომის და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.

ფორმატის პირველი ვერსია 2000 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა მის დახვეწაზე. 2016 წელს გამოქვეყნდა სტანდარტების უკანასკნელი, განახლებული ვერსია. GRI-ის ანგარიშგების ფორმატის ყოველი ახალი ვერსიის შემუშავება ეფუძნება ხანგრძლივ და მასშტაბურ საკონსულტაციო პროცესს, რომელშიც ჩართულია დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრი, სხვადასხვა ქვეყნიდან და სექტორიდან.

დღეისათვის GRI-ის ანგარიშგების ფორმატი მიიჩნევა ანგარიშგების დე ფაქტო გლობალურ ფორმატად. დღეისათვის ეს ყველაზე გავრცელებული და აღიარებული გლობალური ფორმატია მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში.  ამ ფორმატით ანგარიშებს აქვეყნებს ათასობით ორგანიზაცია მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

იხილეთ წყარო