AA1000 შეიმუშავა „სოციალური და ეთიკური ანგარიშგების ინსტიტუტმა“ (Institute of Social and Ethical Accountability/ISEA) , რომელსაც შემოკლებით AccountAbility-ს უწოდებენ. AA1000 წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტების სერიას ორგანიზაციის მდგრადი განვითარების ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული პროცესების სანდოობისა და ხარისხის, აგრეთვე დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შესაფასებლად. AA1000 სერია მოიცავს 3 სტანდარტს: AA1000 APS (Accountability Principles Standard); AA 1000 AS (AA100 Assurance Standard) და AA 1000 SES (AA1000 Stakeholder Engagement Standard). AA1000 Assurance Standard - გარე შეფასების/აუდიტის სტანდარტი წარმოადგენს ორგანიზაციათა მდგრადი განვითარების ანგარიშების, ანუ სოციალური და გარემოსდაცვითი ანგარიშების ხარისხისა და სანდოობის შესამოწმებელ სტანდარტს. ის ძირითადად განკუთვნილია გარე აუდიტორებისათვის/შემფასებლებისათვის, რომლებიც ატარებენ ორგანიზაციათა მდგრადი განვითარების ანგარიშების აუდიტს. ის მოიცავს ინსტრუქციებს შეფასების/ინფორმაციის გადამოწმების პროცესის ძირითადი ელემენტების შესახებ, შეფასების პროცესის ძირითად პრინციპებს, ინსტრუქციებს შეფასების საბოლოო დასკვნის (რომელიც საჯაროდ ქვეყნდება) შესახებ, აგრეთვე დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენტურობის მოთხოვნებს გარე შემფასებლებისათვის.
AA100 Accountability Principles Standard(2018) – „ანგარიშგების პრინციპების სტანდარტი“ შეიცავს პრაქტიკულ ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ორგანიზაციებისათვის, რათა მათ გაიაზრონ მდგრადი განვითარების საკითხები, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ მათი საქმიანობის შედეგებზე, შეაფასონ, უკეთ მართონ და გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვით ასპექტები. AA 1000 APS სტანდარტში ჩამოყალიბებული ანგარიშგების ძირითადი პრინციპებია:
ეს პრინციპები არ წარმოადგენს სავალდებულო ნორმებს, მაგრამ საშუალებას აძლევს ორგანიზაციას ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხებზე, რომლებიც კონკრეტულად მისთვისაა არსებითი და აწვდის ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გამოავლინოს და გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები და მართოს არაფინანსური რისკები. AA 1000 SES (AA1000 Stakeholder Engagement Standard) - დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სტანდარტი, რომელიც შეეხება დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას.