Sustainability Accounting Standards Board (SASB) Standards
მდგრადი [განვითარების საკითხებზე] ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭოს (SASB) სტანდარტები

Sustainability Accounting Standards Board (SASB) Standards
მდგრადი [განვითარების საკითხებზე] ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭოს (SASB) სტანდარტები

გაფილტვრა

Sustainability Accounting Standards Board (SASB) Standards
მდგრადი [განვითარების საკითხებზე] ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭოს (SASB) სტანდარტები

მდგრადი ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭო არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებს მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტებს. SASB-ის სტანდარტები დაყოფილია საქმიანობის სექტორების მიხედვით - მათ შემუშავებული აქვთ 77 საერთაშორისო სექტორული სტანდარტი, რომლებიც 2018 წლის ბოლოს გამოქვეყნდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

მდგრადი განვითარების  ანგარიშგების სხვა გლობალური სტანდარტებისაგან SASB-ის სტანდარტები იმით გამოირჩევა, რომ  ფოკუსირებულია ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მდგრადი განვითარების კონტექსტში. SASB-ის  სტანდარტები მოიცავს  მდგრადი განვითარების სხვადასხვა სფეროს, რომლებიც რელევანტურია  სხვადასხვა სექტორისათვის, გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის საკითხების ჩათვლით. შესაბამისად, ეს სტანდარტები ეხმარება კომპანიებს წარმოადგინონ მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც ფინანსური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი და რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ინვესტორებს.

მდგრადი ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭო თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებთან, რათა უფრო მეტად დაიხვეწოს კორპორაციული ანგარიშგების სტანდარტები.

იხილეთ წყარო