ინტეგრირებული ანგარიში წარმოადგენს შეჯამებულ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა ღირებულებას ქმნის კომპანია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რა გავლენას ახდენს საკუთარი სტრატეგიების, მართვის სისტემებისა და საქმიანობის მეშვეობით.
ინტეგრირებული ანგარიში უნდა ასახავდეს ორგანიზაციის ურთიერთობას დაინტერესებულ მხარეებთან, აღწერდეს, თუ როგორ და რამდენად აცნობიერებს, ითვალისწინებს და პასუხობს ორგანიზაცია დაინტერესებულ მხარეთა მოლოდინსა და საჭიროებებს. შესაბამისად, ინტეგრირებული ანგარიში გულისხმობს კომპანიის საქმიანობისა და შედეგების კომპლექსურ წარმოჩენას როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური ღირებულების შექმნის ჭრილში. ინტეგრირებული ანგარიში შეიძლება იყოს საინტერესო სხვადასხვა დაინტერესებული მხარისათვის, თუმცა ძირითადად ის ინვესტორებისთვისაა განკუთვნილი.
ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო საბჭომ, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლების, ინვესტორების, კომპანიების, ექსპერტების, ფინანსისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას, 2013 წელს გამოაქვეყნა ინტეგრირებული ანგარიშგების საერთაშორისო ფორმატი. ფორმატის მიზანია კაპიტალის ინვესტირება და კორპორაციული ქცევა შეუსაბამოს ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ზოგად მიზნებს. 2020 წელს IIRC-მა გამოაქვეყნა სტანდარტის განახლებული ვერსია.