CDP's Environmental Dosclosure Format
CDP-ის გარემოსდაცვითი ინფორმაციის გახსნის ფორმატი

CDP's Environmental Dosclosure Format
CDP-ის გარემოსდაცვითი ინფორმაციის გახსნის ფორმატი

გაფილტვრა

CDP's Environmental Dosclosure Format
CDP-ის გარემოსდაცვითი ინფორმაციის გახსნის ფორმატი

CDP (2012 წლამდე მას ეწოდებოდა  Carbon Disclosure Project) არის საერთაშორისო არამომგებიან ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით საკითხებზე ანგარიშგებას და გააანალიზოს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა კომპანიებზე. CDP-ს რეგიონული ოფისები და პარტნიორები ჰყავს 50-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში.

CDP-ის  ანგარიშგების ონლაინსისტემა საშუალებას აძლევს კომპანიებს, ქალაქებს და რეგიონებს შეაფასონ, აღრიცხონ და მართონ საკუთარი ზეგავლენა გარემოზე, რისკები და შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას და გაუტყეურებას.

2003 წლიდან CDP აწარმოებდა ყოველწლიურ მოკვლევას, რომ მოეგროვებინა ინფორმაცია კომპანიების სათბურის აირების გაფრქვევებზე. 2010 წლიდან CDP-მ გააფართოვა დაფარვის არეალი და ყოველწლიურ მოკვლევაში ჩართო კომპანიების მიერ წყლის რესურსების მართვის საკითხები (CDP Water), ხოლო 2013 წლიდან - ტყეების მართვისა და ტყეებზე ზეგავლენის საკითხები (CDP Forests).

კომპანიები CDP-ის ანგარიშგების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციას წარუდგენენ  საკუთარ მომხმარებლებსა და ინვესტორებს. ანგარიშგება ყოველწლიურად ხორციელდება CDP-ის ანგარიშგების ონლაინსისტემის მეშვეობით.

CDP-ს შემუშავებული აქვს სპეციალური კითხვარები კლიმატის, წყლის რესურსების  და გაუტყეურების საკითხებზე ინფორმაციის წარსადგენად, აგრეთვე დამხმარე სახელმძღვანელო მითითებები და რესურსები.

წარმოდგენილი მონაცემები ქვეყნდება CDP-ის ვებგვერდზე გამჭვირვალობის გასაზრდელად და შედარებებისათვის.  CDP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები სამ მსხვილ კატეგორიად ჯგუფდება: 1) ქალაქების, ქვეყნების და რეგიონების მონაცემები; 2) კორპორაციული მონაცემები და 3) მონაცემები ინვესტორთათვის.

იხილეთ წყარო