Task Force on Climate Related Financial Disclosures Recommendations
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) რეკომენდაციები

Task Force on Climate Related Financial Disclosures Recommendations
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) რეკომენდაციები

გაფილტვრა

Task Force on Climate Related Financial Disclosures Recommendations
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) რეკომენდაციები

„კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფი“ (Task Force on Climate-related Financial Disclosure (TCFD) 2015 წელს დააფუძნა ფინანსური სტაბილურობის საბჭომ (Financial Stability Board /FSB). 2017 წელს, გლობალური საკონსულტაციო პროცესის შედეგად, ამ სამუშაო ჯგუფმა გამოუშვა რეკომენდაციები (TCFD recommendations), რომელთა შესრულება ნებაყოფლობითია  და მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიებს გამოავლინონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები და შესაძლებლობები და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ  სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ინვესტორებს, კრედიტორებს და სადაზღვევო კომპანიებს.

TCFD-ის რეკომენდაციები ხელს უწყობს ფინანსური ბაზრის გამჭვირვალობას და კაპიტალის ეფექტურ დაბანდებას დაბალნახშირბადიანი ეკონომიკისკენ გარდამავალ პერიოდში, პარიზის შეთანხმების შესაბამისად. ეს რეკომენდაციები განკუთვნილია ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის, მათ შორის, აქტივების მფლობელებისა და აქტივების მართვის მენეჯერებისთვის. რეკომენდაციების მიხედვით, ინფორმაცია ქვეყნდება ფინანსური ანგარიშების ფარგლებში.

TCFD-ის რეკომენდაციები ოთხ სფეროს მოიცავს: კორპორაციული მართვის სტრატეგია, რისკების მართვა, შეფასების ინდიკატორები და გაზომვადი ამოცანები. ოთხივე სფერო ურთიერთდაკავშირებულია და ურთიერთშემავსებელი.

2019 წელს კლიმატის ცვლილებაზე ანგარიშგების სტანდარტების საბჭომ (The Climate Disclosure Standards Board /CDSB) და მდგრადი ანგარიშგების სტანდარტიზაციის საბჭომ (Sustainability Accounting Standards Board /SASB) ერთობლივად გამოუშვეს TCFD-ის რეკომენდაციების განხორციელების სახელმძღვანელო, რომელიც რეკომენდაციების შესასრულებლად კომპანიებს პრაქტიკულ რჩევებსა და მეთოდებს სთავაზობს.

იხილეთ წყარო