მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა დავოსში „მდგრადი განვითარების ზეგავლენის სამიტზე“ გამოაქვეყნა ანგარიში “Measuring Stakeholder Capitalism – towards common metrics and consistent reporting of sustainable value creation”, რომელიც შეიმუშავა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის საერთაშორისო ბიზნესსაბჭომ, Bank of America-სთან და ე.წ დიდი ოთხეულის აუდიტორულ კომპანიებთან (Deloitte, EY, KPMG და PwC) თანამშრომლობით.
ანგარიშში წარმოდგენილია უნივერსალური სოციალური, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მმართველობის (ESG) საკითხების შეფასების ინდიკატორთა ნაკრები, რომლებიც კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ საკითხებზე ინფორმაციის წარმოსადგენად თავიანთ კორპორაციულ ანგარიშებში და მდგრადი განვითარების მიზნებში საკუთარი წვლილის გასაზომად.