LBG-ის სტანდარტი არის გლობალური სტანდარტი კორპორაციული სათემო ინვესტიციებისა და მათი სოციალური ზეგავლენის შეფასების, მონაცემების გაზომვისა და ანგარიშგებისათვის. ეს სტანდარტი გამოსადეგია ნებისმიერი კომპანიისათვის.
სახელწოდება LBG არის აკრონიმი London Benchmarking Group-ისა, რომელიც 1994 წელს დააფუძნა ბრიტანეთის ექვსმა კომპანიამ, საკონსულტაციო ორგანიზაცია Corporate Citizenship-ის ინიციატივით. ოციოდე წლის შემდეგ LBG-ის ფორმატი შევიდა გლობალურ ინდექსებში, მაგალითად, დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსში (DJSI).
კომპანიები, რომლებიც LBG-ის სტანდარტს იყენებენ, ერთად წარმოადგენენ LBG-ის გლობალურ ქსელს, რომელიც 2020 წლისთვის 220-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.