The Slavery & Traficing Risk Template
თანამედროვე მონობისა და ტრეფიკინგის რისკების შეფასების მოდელი

The Slavery & Traficing Risk Template
თანამედროვე მონობისა და ტრეფიკინგის რისკების შეფასების მოდელი

გაფილტვრა

The Slavery & Traficing Risk Template
თანამედროვე მონობისა და ტრეფიკინგის რისკების შეფასების მოდელი

თანამედროვე მონობისა და ტრეფიკინგის რისკების შეფასების მოდელი (STRT) არის თავისუფლად ხელმისაწვდომი სამოდელო სტანდარტი, რომელიც გამოიყენება გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში თანამედროვე მონობასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული მონაცემების მოსაგროვებლად. ეს მოდელი ეხმარება კომპანიებს და მათ მიწოდების ჯაჭვებს, განახორციელონ საკუთარი CSR-მიზნები, შესაბამისი მონაცემების შეგროვების გაადვილებით, რომლებიც შემდეგ მრავალი სხვადასხვა დანიშნულებით იქნება გამოსადეგი. მაგ.,  STRT-ის მოდელის მეშვეობით მოგროვებული მონაცემები გამოიყენება მონობასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების შეფასებისა და შემცირებისათვის, მიწოდების ჯაჭვებში გამჭვირვალობის გაუმჯობესებისათვის, ასევე მონობასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებისათვის.

STRT 2.0 ამ მოდელის უკანასკნელი განახლებული ვერსიაა, რომელმაც 2019 წელს ვერსია 1.3 ჩაანაცვლა. ეს მოდელი შემუშავდა გლობალური მიწოდების ჯაჭვებისათვის უნივერსალური, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტის საჭიროების საპასუხოდ. სტანდარტის შემუშავებაში ჩართული იყო დაინტერესებულ მხარეთაგან დაკომპლექტებული STRT კომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა სოციალური პასუხისმგებლობის ალიანსის (Social Responsibility Alliance /SRA) ინიციატივით.

იხილეთ წყარო