BRCGS Ethical trade and responsible sourcing global standard
BRCGS-ის ეთიკური ვაჭრობისა და პასუხისმგებელი მიწოდების გლობალური სტანდარტი

BRCGS Ethical trade and responsible sourcing global standard
BRCGS-ის ეთიკური ვაჭრობისა და პასუხისმგებელი მიწოდების გლობალური სტანდარტი

გაფილტვრა

BRCGS Ethical trade and responsible sourcing global standard
BRCGS-ის ეთიკური ვაჭრობისა და პასუხისმგებელი მიწოდების გლობალური სტანდარტი

BRCGS-ის ეთიკური ვაჭრობისა და პასუხისმგებელი მიწოდების გლობალური სტანდარტი არის სერტიფიცირების სქემა, რომელიც ეხმარება კომპანიებს და მათ მიმწოდებლებს, რომ პროდუქცია, რომელსაც ისინი ყიდიან, წარმოებული იყოს ეთიკურად, პასუხისმგებლობის პრინციპებით მოპოვებული ნედლეულისა და მასალისგან.

აღნიშნული სტანდარტი ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და ეთიკური ვაჭრობის ინიციატივის (ETI) სახელმძღვანელო პრინციპებს. ამ გლობალური, უნივერსალური სტანდარტის  მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულების უფლებათა დაცვა და მიწოდების ქსელების  მართვის შესახებ მომხმარებელთათვის სანდო ინფორმაციის მიწოდება. სტანდარტში განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია სერტიფიკატის მისაღებად. სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად დამოუკიდებელი მესამე მხარე - სასერტიფიკაციო სააგენტო - ახდენს კომპანიის ობიექტების, საოპერაციო სისტემებისა და პროცედურების შეფასებას სოციალური/ეთიკური აუდიტის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

იხილეთ წყარო