UN Principles for responsible investment
გაეროს „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები“

UN Principles for responsible investment
გაეროს „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები“

გაფილტვრა

UN Principles for responsible investment
გაეროს „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები“

გაეროს „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები“ საერთაშორისო დონეზე აღიარებული გლობალური ინსტრუმენტია პასუხისმგებელი ინვესტირების სფეროში. პრინციპები შეიმუშავა ინსტიტუციური ინვესტორების ჯგუფმა, გაეროს ინიციატივით. „პასუხისმგებელი ინვესტირების პრინციპები“ 2006 წელს გამოქვეყნდა. ეს არის 6 ნებაყოფლობითი პრინციპის ნაკრები, რომელიც განკუთვნილია საინვესტიციო ბიზნესის ფართო სპექტრისათვის (და არა მხოლოდ „სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტორებისათვის“, როგორიცაა, მაგ., ეთიკური ფონდები და ა.შ.). პრინციპებით განისაზღვრება, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის საკითხები საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2020 წლის იანვრისთვის 2300 საფინანსო ინსტიტუტი იყო მიერთებული პრინციპებს.

იხილეთ წყარო