IFC-ის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები განსაზღვრავს საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციის (IFC) კლიენტების პასუხისმგებლობას სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვაზე. სტანდარტები ვრცელდება ყველა საინვესტიციო პროექტზე, რომელიც IFC-ის შეფასებას გაივლის. სტანდარტები ამოქმედდა 2006 წლის აპრილში, ხოლო 2012 წელს გამოქვეყნდა განახლებული ვერსია.
საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციის სტანდარტების მიზანია შეამციროს დაფინანსებული პროექტების ნეგატიური გავლენა ბუნებრივ გარემოსა და ადგილობრივ თემებზე. სტანდარტები განსაზღვრავს IFC-ის კლიენტი კომპანიების ვალდებულებებსა და ფუნქციებს პროექტების მართვისას, ასევე აყალიბებს სავალდებულო მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც საჭიროა IFC-ისგან ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად.
IFC-ის „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები“ მოიცავს 8 სტანდარტს, რომლებიც შეეხება შემდეგ საკითხებს: