სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების (SRI) გამჭვირვალობის ევროპული კოდექსი 2008 წელს გამოაქვეყნა Eurosif-მა - მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტირების ხელშემწყობმა ევროპულმა ორგანიზაციამ. კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპაში სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ამ მიზნის მისაღწევად კოდექსის ხელმომწერმა SRI ფონდებმა უნდა ღიად და გამჭვირვალედ წარმოადგინონ ზუსტი ინფორმაცია, რათა მათმა დაინტერესებულმა მხარეებმა, კერძოდ კი, ინდივიდუალურმა ინვესტორებმა, სრული და ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან ამ სოციალურად პასუხისმგებელი საინვესტიციო ფონდების პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ.
გამჭვირვალობის კოდექსი განახლდა 2018 წელს, რათა აესახა მდგრადი და პასუხისმგებელი ინვესტიციების (SRI) ევროპულ ბაზარზე მომხდარი ცვლილებები.
კოდექსი მოიცავს საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც დაჯგუფებულია ექვს სექციად:
1) ფონდების სია, რომლებსაც მოიცავს კოდექსი;
2) ფონდის მმართველი კომპანიების შესახებ ზოგადი ინფორმაცია;
3) ზოგადი ინფორმაცია SRI ფონდების შესახებ;
4) საინვესტიციო პროცესები;
5) გარემოსდაცვითი და სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) კონტროლი;
6) ESG ზეგავლენების შეფასება და ანგარიშგება.
კოდექსის ხელმომწერი ფონდები ვალდებული არიან დეტალურად და ზუსტად აღწერონ ის მეთოდოლოგია და რესურსები, რომლის მიხედვითაც იღებენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.