მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები არის შემადგენელი ნაწილი მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩოსტრატეგიისა (The Environmental and Social Framework /ESF), რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შევიდა ძალაში და შეეხება მსოფლიო ბანკის ყველა (ამ პერიოდის შემდგომ) საინვესტიციო პროექტის დაფინანსებას. ეს სტრატეგია შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო ბანკს უკეთ მართოს დაფინანსებული პროექტების სოციალური და გარემოსდაცვითი რისკები და გააუმჯობესოს შედეგები.
ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური ჩარჩოსტრატეგია მოიცავს სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ფართო სპექტრს და ყურადღებას ამახვილებს გამჭვირვალობაზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, საზოგადოების თანამონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებაზე (საჩივრის მექანიზმების ჩათვლით). აღნიშნული ჩარჩოსტრატეგია მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
სოციალური და გარემოსდაცვითი ჩარჩოსტრატეგია (ESF) ეხება მსოფლიო ბანკის ყველა (ამ პერიოდის შემდგომ) საინვესტიციო პროექტის დაფინანსებას 2018 წლის ოქტომბრიდან. რაც შეეხება უკვე მიმდინარე პროექტებს, რომლებსაც მიესადაგება მსოფლიო ბანკის Safeguard Policies, ორივე სისტემა პარალელურად იმუშავებს 7 წლის განმავლობაში.
მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები აყალიბებს ძირითად ვალდებულებებს სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში მსოფლიო ბანკის მსესხებელთათვის. ისინი მოიცავს შემდეგ 10 სტანდარტს: