Dow Jones Sustainability Index /DJSI
დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსები

Dow Jones Sustainability Index /DJSI
დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსები

გაფილტვრა

Dow Jones Sustainability Index /DJSI
დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსები

დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსი (Dow Jones Sustainability Indices), შემუშავებული 1999 წელს,  არის მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსი, რომელიც აფასებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საქმიანობას მდგრადობის თვალსაზრისით. დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსის მიზანია დააკმაყოფილოს ინვესტორთა მზარდი ინტერესი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპებით ხელმძღვანელობენ. დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსი კომპანიების შეფასებისას ხელმძღვანელობს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმებით (მაგ., გარემოსდაცვითი კრიტერიუმები მოიცავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემებსა და ანგარიშგებას, ეკოდიზაინს და ა. შ., ეკონომიკური მდგრადობის კრიტერიუმები მოიცავს რისკების მენეჯმენტს, ხარისხის მართვას, კორპორაციულ მმართველობას, მიწოდების ჯაჭვების პასუხისმგებელ მენეჯმენტს და ა. შ.; სოციალური კრიტერიუმები მოიცავს ქცევის კოდექსებს, ადამიანური რესურსების მართვას და დასაქმების პოლიტიკას; ადამიანის უფლებების დაცვას; ანტიკორუფციულ პოლიტიკას; დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგს და ა. შ.). გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი კრიტერიუმებისა, შეფასება ხდება აგრეთვე კონკრეტულ სექტორთან დაკავშირებული სპეციფიკური კრიტერიუმების მიხედვით.

კომპანიების საქმიანობის შედეგების შეფასება და ქულების მინიჭება ხდება სპეციალური კითხვარების, ასევე კომპანიის პოლიტიკისა და ანგარიშების ანალიზის საფუძველზე.

დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსების ოჯახი (DJSI)  მოიცავს გლობალურ ინდექსს (W1SGI) და ასევე რეგიონულ ინდექსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისათვის, კორეის, ავსტრალიის, ჩილეს და განვითარებადი ბაზრებისთვის.

იხილეთ წყარო