MSCI KLD 400 Social Index (ყოფილი Domini 400 Social Index)
სოციალური ინდექსი MSCI KLD 400

MSCI KLD 400 Social Index (ყოფილი Domini 400 Social Index)
სოციალური ინდექსი MSCI KLD 400

გაფილტვრა

MSCI KLD 400 Social Index (ყოფილი Domini 400 Social Index)
სოციალური ინდექსი MSCI KLD 400

MSCI KLD 400 Social Index, რომელიც ადრე ცნობილი იყო Domini 400 Social Index-ის სახელით, არის საფონდო ინდექსი, რომელშიც შედის აშშ-ის 400 კომპანია, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ სოციალურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს. ეს ერთ-ერთი  პირველი ინდექსია პასუხისმგებელი ინვესტირების (SRI) სფეროში, რომელიც 1990 წელს კვლევითმა კომპანიამ KLD Research & Analytics შეიმუშავა. 2010 წელს მას დაერქვა MSCI KLD 400 Social Index (MSCI არის აკრონიმი  სახელწოდებისა Morgan Stanley Capital International. ეს არის საინვესტიციო კვლევითი კომპანია, რომელიც საფონდო ინდექსებს შეიმუშავებს და სხვა კვლევით და ანალიტიკურ სერვისებს აწვდის ინსტიტუციურ ინვესტორებს).   

ინდექსის მიზანია დაეხმაროს სოციალურად პასუხისმგებელ ინვესტორებს, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინონ და შეაფასონ სოციალური და გარემოსდაცვითი ფაქტორები.

ინდექსში შესული 400 კომპანია შეირჩევა აშშ-ის 3000 უმსხვილესი კომპანიიდან, რომლებსაც აშშ-ში აქვთ სათავო ოფისები და დარეგისტრირებული არიან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ან ბირჟაზე NASDAQ.

ამ ინდექსში მოსახვედრად კომპანიას უნდა ჰქონდეს კარგი მაჩვენებლები ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: თანამშრომელთა პოლიტიკა და ადამიანური რესურსების მართვა, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, პროდუქციის უსაფრთხოება, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება, კორპორაციული მმართველობა. 

ყოველკვარტალურად ხდება კომპანიების შეფასება და ის კომპანიები, რომელთა სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლები ვერ აკმაყოფილებს ინდექსის მოთხოვნებს, გამოირიცხებიან ინდექსიდან.

ინდექსი ასევე ავტომატურად გამორიცხავს ისეთ სექტორებში დასაქმებულ კომპანიებს, რომელთა საქმიანობას ან პროდუქტებს აქვს ნეგატიური სოციალური ან გარემოსდაცვითი ზეგავლენა. ეს სექტორებია: ალკოჰოლი, თამბაქო, იარაღი, ატომური ენერგია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, სათამაშო ბიზნესი.

იხილეთ წყარო