Ethibel -ის მდგრადობის ინდექსები (The Ethibel Sustainability Indices /ESI) 2002 წელს შეიმუშავა დამოუკიდებელმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Forum Ethibel, რომლიც 1992 წლიდან ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირების სფეროში. The Ethibel Sustainability Indices (ESI) ინსტიტუციურ ინვესტორებს, ბანკებსა და მცირე/ინდივიდუალურ ინვესტორებს დაწვრილებით და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებისა და სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შესახებ. ინდექსები მოიცავს კომპანიებს ევროპის, აშშ-ის, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და ოკეანიის რეგიონებიდან. The Ethibel Sustainability Indices აერთიანებს რეგიონულ და გლობალურ ინდექსებს: ESI Excellence Global და ESI Excellence Europe.
Ethibel-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია შეფასების ერთსა და იმავე კრიტერიუმებს იყენებს კომპანიათა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შეფასებისას, კომპანიის ტიპისა და სექტორის მიუხედავად.
კომპანიების საქმიანობისა და შედეგების შეფასება ხდება 6 ძირითადი სფეროს მიხედვით: ადგილობრივ თემთან კომუნიკაცია; კორპორაციული მმართველობა; ბიზნესსაქმიანობის პრინციპები; გარემოზე ზემოქმედება და გარემოს დაცვა; ადამიანური რესურსების მართვა; ადამიანის უფლებები.
თითოეულ ამ სფეროში ხდება კომპანიის კორპორაციული სტრატეგიისა და გადაწყვეტილებების შეფასება.