20/05/2021
2021 წლის 19 მაისს „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართა. წლევანდელ კონკურსში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა, კომპანიები იმ პროექტებისა და თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვეს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid 19-ის პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
კომპანიები პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად განხორციელებული CSRv პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:
(გამარჯვებული პროექტები იხილეთ აქ: https://meliora.ge/ka/2020-winners)
კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. Meliora 2018 წელს დაფუძნდა, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით. ამ სამი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 200-ზე მეტი განხორციელებული CSR პროექტით მიიღო. Meliora - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯილდო, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-ის პრინციპები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. Meliora 2020-ის სპონსორია კომპანია Moore ABC.
Meliora 2020 ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.meliora.ge