სიახლეები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა განახლებული პრო ბონო ვებგვერდი წარადგინა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა განახლებული პრო ბონო ვებგვერდი წარადგინა

15/05/2021

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა განახლებული პრო ბონო ვებგვერდი წარადგინა. განახლებული ინფორმაციითა და დამატებითი ფუნქციებით ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული პრო ბონო სერვისებით დაინტერესებულთათვის.

პრო ბონო ვებგვერდი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებსა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, დაუკავშირდნენ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ თუ გარემოსდაცვით პრობლემებზე, საექსპერტო დახმარება გაუწიონ მათ და ამ გზით წვლილი შეიტანონ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. თუ გსურთ პრო ბონო კონსულტაციის გაწევა, ან პრო ბონო დახმარების მიღება, უნდა შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა, ჩვენ კი დაგაკავშირებთ შესაბამის ორგანიზაციასთან და ფასილიტაციას გავუწევთ მთელ პროცესს.

დაინტერესებულ პირებს, კომპანიებსა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ ვებგვერდზე გაეცნონ მათთვის საინტერესო ინფორმაციას პრო ბონო სერვისების შესახებ: სხვადასხვა პუბლიკაციებს, სასარგებლო ბმულებს,  პრო ბონოს კონცეფციის, მოდელებისა და მისი განხორციელების ფორმებს, ა.შ.

ვებგვერდზე ასევე  შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია საქართველოს კომპანიების მიერ განხორციელებული საინტერესო და მრავალფეროვანი პრო ბონო პროექტების შესახებ  და გაეცნოთ საქართველოს პრო ბონო ქსელის 6 წლის მუშაობის შედეგს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას პრო ბონო კონცეფციის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით.  მომავალში დაგეგმილია არაერთი საინტერესო სიახლის დანერგვა და განხორციელება პრო ბონო სერვისების განვითარების მიმართულებით, რომელთა შესახებ განახლებულ ინფორმაციას ასევე  გაეცნობით პრო ბონო ვებგვერდის საშუალებით. იხ. www.probonogeorgia.ge