05/04/2021
“გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა" (GCNG), "საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან" (IFC) პარტნიორობით, დააფუძნა კორპორაციული მდგრადობის აკადემია, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს სასერტიფიკატო კურსებს პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესის მართვის შესახებ.
სასერტიფიკატო კურსი შვიდი ძირითადი მოდულისგან შედგება და აკადემიის სტუდენტებს გააცნობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კორპორაციული მდგრადობის ცნება და განვითარების ისტორია, ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება, ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, კორპორაციული მდგრადობის თემატური მიმართულებები, კომუნიკაცია და ანგარიშგება.
კორპორაციული მდგრადობის შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=3CNC0Q0gMdY