სიახლეები

მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს (WBCSD) ახალი ინიციატივა: ტრანსფორმაციის დღის წესრიგი 2050 წლისთვის

მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს (WBCSD) ახალი ინიციატივა: ტრანსფორმაციის დღის წესრიგი 2050 წლისთვის

25/03/2021

2021 წლის მარტში მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს 40-ზე მეტმა წევრმა, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები არიან, ხელი მოაწერეს დოკუმენტს "ტრანსფორმაციის დღის წესრიგი 2050 წლისთვის". აღნიშნული დოკუმენტის მიზანია მდგრადი მომავლის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფა. დღეისათვის მსოფლიო სამი კრიტიკული გამოწვევის წინაშე დგას: კლიმატის ცვლილებები, ეკოლოგიური პრობლემები და მზარდი უთანასწორობა. COVID-19-მა ნათლად დაგვანახა, რომ ეს პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია და ჩვენი სამყარო არ არის მომზადებული მსგავსი გამოწვევებისთვის.

დოკუმენტში ასახულია ის მიმართულებები და მიზნები, რომლითაც ბიზნესებმა უნდა იხელმძღვანელონ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. დოკუმენტში დასახულია  ტრანსფორმაციის ცხრა ძირითადი მიმართულება, რომლებიც მოიცავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ბიზნესსაქმიანობას.

დოკუმენტი შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებსა და პარიზის ხელშეკრულებას.

"აღნიშნული შეთანხმების მიზანია, რომ ხვალინდელი დღე არ იყოს ისეთი, როგორიც არის დღევანდელი. ეს არის ცვლილებების გზამკვლევი, ცვლილებებისა, რომლებიც ახლა იწყება. აღნიშნული დღის წესრიგი აჩვენებს, თუ როგორ უნდა ითამაშოს ბიზნესმა გადამწყვეტი როლი ამ ტრანსფორმაციაში.

„ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო.... წარმატება და კომპანიის ღირებულება უნდა განისაზღვროს და შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რა ზეგავლენას ახდენს საქმიანობა ადამიანებსა და პლანეტაზე (ბუნებრივ გარეოზე). ჩვენი მომამავალი ტრანსფორმაციაზეა დამოკიდებული,“ განაცხადა მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ბეკერმა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ინიციატივის ვებგვერდს: Vision 2050: Time to Transform https://timetotransform.biz/