სიახლეები

SDG Digital Fair 2021 - ციფრული გამოფენა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობით საქართველოში

SDG Digital Fair 2021 - ციფრული გამოფენა ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობით საქართველოში

26/10/2021

26 ოქტომბერს გლობალური შეთანხმების ქსელის ორგანიზებით გაიმართა საქართველოში პირველი SDG გამოფენა, რომელიც სრულად ვირტუალურ რეალობაში ჩატარდა!

გამოფენის მიზანი იყო კერძო სექტორის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის წახალისება. SDG Digital Fair 2021-ის ონლაინ ფორმატი კერძო სექტორს საშუალებას აძლევს პანდემიურ და პოსტ პანდემიურ ეპოქაში ერთმანეთს დაუკავშირდნენ მარტივად და ეფექტურად.

წაშლილი გეოგრაფიული საზღვრები, სრულად ინტერაქციული ავატარის მეშვეობით რეალურ დროში ურთიერთობა, კომუნიკაციის მრავლფეროვანი ფორმატები - პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, 3D აუდიო და ვიზუალური გამოსახულება , სივრცე გაცნობისა და ურთიერთობისთვის, გამოფენაში მონაწილე კომპანიების ვებ-გვერდებსა და ღია რესურსებზე მომენტალური წვდომა, ელექტორნული ფოსტით კომუნიკაცია და კომპანიების სერვისების ონლაინ გამოწერის შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში გაწერილი აქტივობები - ეს შესაძლებლობები შესთავაზა SDG Digital Fair 2021-მა მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას.

გამოფენამ შესაძლებლობა მისცა კომპანიებს წარმოედგინათ ბრენდირებული სტენდები და დაინტერესებული პირებისთვის გაეცნოთ საკუთარი საქმიანობა. გამოფენაზე დამსწრე ნებისმიერი ადამიანი უმარტივესი ინსტრუქციის გამოყენებით ქმნიდა მასთან ყველაზე მიახლოებულ ვიზუალურ ავატარს და პროფილს, რომლის მეშვეობითაც რეალურ დროში მისთვის საინტერესო ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ესაუბრებოდა ბუნებრივი ხმით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ კომპანიები საქართველოდან, უკრაინიდან და შვედეთიდან. მონაწილეობის მიღება შეეძლოთ  ბიზნესებს, რომელთაც განხორციელებული აქვთ პარტნიორული პროექტები მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.