სიახლეები

გლობალური პრო ბონო კვირეული საქართველოში

გლობალური პრო ბონო კვირეული საქართველოში

31/10/2021

გლობალური პრო ბონო კვირეული 2013 წლიდან ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პრო ბონოს კონცეფციის პოპულარიზაცია, ინფორმაციის გავრცელებას იმ კომპანიების და პროფესიონალების შესახებ, რომლებიც თავიანთ ექსპერტიზას, ნიჭსა და ცოდნას უსასყიდლოდ სთავაზობენ საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს და ამ გზით ცდილობენ დადებითი ცვლილებების მოხდენას ადამიანების ცხოვრებასა და საზოგადოებაში (გაიგეთ მეტი პრო ბონოს შესახებ)

წელს პრო ბონო კვირეული აღინიშნება 24-30 ოქტომბრის შუალედში და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მასპინძლობს პრო ბონო კვირეულს.

პრო ბონო კვირეულის დროს პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, მართავენ სხვადასხვა პრო ბონო  ღონისძიებებს: მარათონებს, სემინარებს, ლექციებს, საკომუნიკაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში, შეხვედრებს და პრეზენტაციებს.

საქართველოში პრო ბონო კონცეფციისა და პრაქტიკის დამკვიდრებასა და განვითარებაზე აქტიურად მუშაობს და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (რომელიც გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია 2015 წლიდან), საქართველოს პრო ბონო ქსელთან ერთად.

საქართველოს პრო ბონო ქსელი 2015 წელს დაუძდა, CSRDG-ის ინიციატივით, ქსელი 23 კომპანიას და ბიზნეს ასოციაციას აერთიანებს, რომელთა პროფესიონალი თანამშრომლები ყოველწლიურად ექსპერტულ დახმარებას უწევენ  საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე მრავალ სამოქალაქო ორგანიზაციას (გაიგეთ მეტი აქ).

გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე