25/01/2022
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ „McKinsey & Company“ 2022 წლის იანვარში გამოაქვეყნა კვლევა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რომელი სექტორი რა რაოდენობის ნახშირბადის ნაკვალევს ტოვებს და რისი გაკეთება არის შესაძლებელი მის შესამცირებლად.
ექსპერტების აზრით, სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება და ნულოვანი გაფრქვევების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ენერგიის მოხმარებისა და მიწათსარგებლობის სისტემის უნივერსალური ტრანსფორმაციით.
საქმიანობის სხვადასხვა სფეროს სათბურის აირების გლობალური გაფრქვევის სხვადასხვა წილი უკავშირდება. სხვადასხვა სექტორის ნახშირბადის ნაკვალევი ასეთია:
ნახშირორჟანგის გამოყოფა თითოეულ შემთხვევაში დაკავშირებულია წიაღისეული საწვავის (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) წვასთან, რაც წარმოქმნის ენერგიას, ასევე დაკავშირებულია არა-ენერგეტიკული წარმომავლობის გაფრქვევებთან (მაგალითად ფოლადის წარმოება და ტყეების გაჩეხვა). აღრიცხვის დღევანდელი მეთოდოლოგიით, ენერგიის მოპოვებასთან დაკავშირებული გაფრქვევები შეადგენს მთლიანი სათბურის აირების გაფრქვევების 83%-ს.
დეკარბონიზაციის მისაღწევად ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორიცაა წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმა და ისეთ ენერგომატარებლებზე გადასვლა, რომელთაც ნულოვანი გაფრქვევები აქვთ, მაგალითად წყალბადი. ასევე სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროცესების ადაპტაცია; ენერგოეფექტურობის გაზრდა და ენერგიაზე მოთხოვნის შემცირება; ცირკულარული ეკონომიკის განვითარება და სხვა.
სათბურის აირების ნულოვანი გაფრქვევის მისაღწევად საჭიროა გლობალური ეკონომიკის ტრანსფორმაცია. ყველა ქვეყანა და ინდუსტრია პასუხისმგებელია სათბურის აირების გამოყოფაზე და თავის კვალს ტოვებს კლიმატის ცვლილებებში. სამყაროში ყველა ინდუსტრია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და მხოლოდ ერთი სფეროს გაუმჯობესებით შედეგს ვერ მივაღწევთ. მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.
გაეცანით McKinsey & Company, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის ანგარიშს დეკარბონიზაციის გეგმისა და გამოწვევების შესახებ.