სიახლეები

WBCSD და Deloitte: ახალი სახელმძღვანელო თანამშრომელთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის კულტურის დანერგვაზე

WBCSD და Deloitte: ახალი სახელმძღვანელო თანამშრომელთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის კულტურის დანერგვაზე

25/01/2022

მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭომ და დელოიტმა ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოაქვეყნეს ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ბიზნესისთვის აწესებს სტანდარტებს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს ბიზნესმა სამუშაო კულტურა და უზრუნველყოს თანამშრომლების კეთილდღეობა.

აღნიშნული სახელმძღვანელოს "ჯანსაღი ადამიანები, ჯანსაღი ბიზნესი: თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კულტურის დანერგვა“ (Healthy People, Healthy Business: Embedding a culture of employee health and wellbeing) შემუშავებაზე მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოსთან და დელოიტთან ერთად იმუშავა ოცმა საერთაშორისო ბიზნეს კომპანიამ.

სახელმძღვანელო განსაზღვრას, თუ  როგორ უნდა გაზარდოს კომპანიამ დადებითი ზეგავლენა თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, რეკომენდაციებს სთავაზობს ორგანიზაციებს,  თუ როგორ უნდა ჩააინტეგრირონ თანამშრომელთა კეთილდღეობის საკითხები  ბიზნეს სტრატეგიაში. სახელმძღვანელოში ასევე მოყვანილია  საუკეთესო პრაქტიკის რამდენიმე მაგალითი.

COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ამაზე დგას ბიზნესის წარმატება და, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა. ამ ყველაფერმა კი ბიზნესი აიძულა დაფიქრდეს, თუ რა შეუძლია მას გააკეთოს მდგრადი განვითარების მესამე მიზნის მისაღწევად (SDG 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა).

სახელმძღვანელოს თან ერთვის თვითშეფასების კითხვარი, რომლის მიხედვითაც კომპანიას შეუძლია განსაზღვროს, თუ რა ეტაპზეა ამჟამად და რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს მომავალში. ასევე მოცემულია ის პრიორიტეტული მიმართულებები და ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას კომპანიამ, ესენია:

  • სიტუაციის ანალიზი
  • სტრატეგიის შემუშავება
  • მიდგომის განსაზღვრა
  • პროექტის დაგეგმვა
  • მონიტორინგი და კომუნიკაცია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, სამუშაო გარემო რჩება იმ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად რომელიც ყველაზე მეტად აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო, რათა აღმოფხვრილიყო სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები, მაინც ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება სწორედ სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო.

გაეცანით სახელმძღვანელოს "ჯანსაღი ადამიანები, ჯანსაღი ბიზნესი: თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კულტურის დანერგვა“