17/01/2022
ბოლო კვლევების თანახმად, იმ კომპანიების 90%, რომლებიც მდგრადი განვითარების ანგარიშს აქვეყნებენ, ამტკიცებს რომ ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მაგრამ უმეტესობა არ განსაზღვრავს ზუსტ მიზნებსა და ამოცანებს, თუ როგორ უნდა შეიტანონ წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივამ (GRI), 2021 წელს ჩაატარა კვლევა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის ორასი კომპანიის, მდგრადი განვითარების ანგარიშის ანალიზს. კვლევის ძირითადი მიგნებებია:
კვლევა ხაზს უსვამს იმ ტენდენციებს, რომლებიც არსებობს კერძო სექტორში და აძლევს კომპანიებს რეკომენდაციას, თუ რა შეუძლიათ მათ გააკეთონ ამ საკითხებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად :
"თუ ჩვენ გვინდა რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს, მაშინ კომპანიებმა უნდა გაანალიზონ თავიანთი როლი და წვლილი შეიტანონ მიზნების მიღწევაში. შესანიშნავია იმის ნახვა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს და ცდილობს ჩააინტეგრიროს SDG საკუთარ საქმიანობაში. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია ნელ-ნელა ბიზნესმა დაიწყოს კონკრეტული მიზნების დასახვა და ამ მიზნებისკენ სწრაფვა. შემდეგ კი ამ ყველაფრის შესახებ ანგარიშგება და ზრუნვა გაუმჯობესებაზე. აუცილებელია მომწოდებლების ჩართვა და მათი მხარდაჭერა". კოლინ კურტისი, Support the Goals, დამფუძნებელი და დირექტორი