სიახლეები

ვის მხარეზეა თქვენი ბრენდი? - ახალი კორპორაციული ინდექსი ავლენს კომპანიების ქმედებებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ

ვის მხარეზეა თქვენი ბრენდი? - ახალი კორპორაციული ინდექსი ავლენს კომპანიების ქმედებებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ

04/03/2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში. თუმცა კორპორაციული სამყაროს ნაწილი დუმს.

კერძო სექტორის რეაგირებაზე დაკვირვების მიზნით, 4 მარტს The Good Lobby-მ. არაკომერციული სამოქალაქო ჩართულობის ორგანიზაციამ და Progressive Shopper-მა  ჩაუშვეს უკრაინის კორპორაციული ინდექსი. მათ მიაჩნიათ, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა არის რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა, რუსეთიდან ინვესტიციების გამოხმობა და უარის თქმა პუტინის რეჟიმის დაფინანსებაზე.

ეს ინდექსი რეგულარულად აკონტროლებს კომპანიების პოზიციებს რუსეთთან მიმართებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ინვესტორებს, კლიენტებსა და მოქალაქეებს ინდექსი აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ იქცევიან კომპანიები და ბრენდები მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. მისი მიზანია  დაინტერესებულ მხარეებს დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში თავიანთ ინვესტიციებსა  და შესყიდვებთან დაკავშირებით, რათა ამ გზით დაინტერესებულმა მხარეებმა მხარი დაუჭირონ პასუხისმგებელ კომპანიებს და უსაყვედურონ და დაარცხვინონ უპასუხისმგებლოები. სწორედ ამიტომ, ინდექსი ფოკუსირებულია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე კომპანიების ქმედებებზე და ბაზრიდან მათი გასვლის ინიციატივებზე.

ახალ ინდექსში 70-ზე მეტი კომპანიაა შეტანილი. ის მუდმივად ივსება და ახლდება.

„ინვესტორები, მომხმარებლები და მოქალაქეები იმსახურებენ, იცოდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რომელ მხარეზე დგანან მათი კომპანიები და ბრენდები“, - თქვა ალბერტო ალემანნომ, The Good Lobby-ის დამფუძნებელმა და სამართლის პროფესორმა პარიზის წამყვან ბიზნეს სკოლაში HEC Paris.

მარკ ჰანისმა, Progressive Shopper-ის დამფუძნებლის სიტყვით: „კერძო სექტორს არ შეუძლია განზე დადგეს ამ კრიზისის დროს, ის წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ქმედებებს. მომხმარებლები მოელიან, რომ კომპანიათა დირექტორები გამოიჩენენ ისეთივე ლიდერობას, როგორც პოლიტიკური ლიდერები. რადგანაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, კომპანიებმა უნდა დატოვონ რუსეთის ბაზარი.“