26/05/2022
პოლონეთის „პასუხისმგებელი ბიზნესის ფორუმი“ ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის განვითარებაზე მუშაობს. 2022 წლის 25 მაისს პასუხისმგებელი ბიზნესის ფორუმმა ჩაატარა რიგით მეცხრე CSR ექსპოზიციას (CSR Marketplace)
2005 წლიდან, CSR ექსპოზიცია პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „კლიმატი-განვითარება-ბიზნესი“ და შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხები მის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს.
ძირითადი „საგამოფენო“ სივრცის გარდა, ღონისძიება საკონფერენციო ნაწილსაც მოიცავდა (პანელური გამოსვლები) ბიზნესის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ღონისძიებაზე ასევე მოხდა ყოველწლიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია: „პასუხისმგებელი ბიზნესი პოლონეთში 2021 - საუკეთესო პრაქტიკა“, რომელიც უკვე მე-20 ანგარიშია, აგრეთვე წარადგინეს Chapter Zero Poland-ის კვლევის შედეგები: „სამეთვალყურეო საბჭოები და კლიმატის ცვლილება“.
სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა ბიზნესისთვის სულ უფრო იზრდება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენცია იქნება ერთ-ერთი წამყვანი მომავალშიც და ის განსაზღვრავს ბიზნესის რეალობას მომდევნო წლებში. რა ნაბიჯები უნდა გადადგას ბიზნესმა ახლა? რა გამოწვევების და სირთულეების წინაშე არიან კომპანიები? და რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებ გაიმართა მსჯელობა CSR ექსპოზიციაზე, ვარშავაში.
გაიგეთ მეტი ორგანიზაციის ვებგვერდზე