სიახლეები

აზიის პასუხისმგებელი ბიზნესის კონფერენცია 2022

აზიის პასუხისმგებელი ბიზნესის კონფერენცია 2022

24/06/2022

არც ერთ რეგიონს ისე მწვავედ არ უგრძვნია კლიმატის ცვლილების შედეგები, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებს. გლობალური მიწოდების ჯაჭვებისა და ეროვნული ეკონომიკებისათვის მიყენებული ზიანის შედეგად თვალნათლივ  გამოჩნდა, რომ გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო რეგიონში კლიმატის ცვლილების შედეგებთან გასამკლავებლად.

მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნეს მიდგომების დანერგვა ყოველთვის სწრაფი და მარტივი პროცესი არ არის - ხშირად კომპანიებისთვის პრიორიტეტია კომპლექსური რეგულაციების დაკმაყოფილება და ფინანსური ინტერესები. იმავდროულად, მდგრადი განვითარების მრავალი საკითხიდან მათ უნდა შეარჩიონ საკუთარი კომპანიისათვის ყველაზე მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები.

აზიის „პასუხისმგებელი ბიზნესის კონფერენცია 2022“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართა 22 ივნისს. წლევანდელი ღონისძიების თემაა: „მდგრადობა: ბიზნეს იმპერატივი ნათელი მომავლისთვის“. ღონისძიებაში მონაწილებას იღებს 2000-მდე კომპანიის ხელმძღვანელი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, რომლებიც იმსჯელებენ სფეროს ექსპერტებთან ერთად მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტზე. დღის წესრიგშია მრავალფეროვანი საკითხები, როგორიცაა - ბიზნეს სტრატეგია და ლიდერობა, დეკარბონიზაცია და ნულოვანი გაფრქვევები, მიწოდების ჯაჭვების ტრანსფორმაცია, კომუნიკაცია და ანგარიშგება.

კონფერენცია შესაძლებლობას გაძლევთ შეუერთდეთ 2000-ზე მეტ მაღალი დონის მონაწილეს ბიზნესიდან, საფინანსო სექტორიდან და მთავრობიდან, დაამყაროთ კავშირები, წამოიწყოთ პარტნიორული ურთიერთობები და ისწავლოთ, როგორ შეიძლება 2022 გახდეს გადამწყვეტი ათწლეულის გადამწყვეტი წელიწადი მდგრადი განვითარების კუთხით.