სიახლეები

მდგრადი ინვესტირების დაჯილდოება 2022

მდგრადი ინვესტირების დაჯილდოება 2022

20/10/2022

თექვსმეტწლიანი საამაყო ისტორიის მქონე „ინვესტირების კვირეულმა“ 2022 წლის მდგრადი ინვესტირების დაჯილდოება ჩაატარა. 

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და დააჯილდოვოს საფინანსო ინსტიტუტები, სერვისების მიმწოდებლები, კვლევის და რეიტინგის გუნდები და ცალკეული ექსპერტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი ინვესტირების განვითარებაში. 

წელს კონკურსს რამდენიმე ახალი კატეგორიას შეემატა, მათ შორის:  მდგრადი საინვესტიციო განათლების საუკეთესო ინიციატივა; გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო მდგრადი სააქციო ფონდი; საუკეთესო მდგრადი ევროპული სააქციო ფონდი;   განვითარებადი ბაზრების საუკეთესო მდგრადი ფონდი და წლის ჩემპიონი, მდგრადი ინვესტირების ამომავალი ვარსკვლავი. 

ნამუშევრები შეფასდა მდგრადი ინვესტირების ექსპერტთა პანელის მიერ, მთელი ინდუსტრიიდან, რომლებმაც თავდაპირველად  შეადგინეს შერჩეული კანდიდატების მოკლე სია და შემდგომ გამოავლინეს საბოლოო გამარჯვებულები. 

ფონდების შეფასებისას მათ განიხილეს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის: საქმიანობის ეფექტურობა; გუნდის სიძლიერე; ფონდის მდგრადი მიზნების შესრულება; საინვესტიციო პროცესში მდგრადი მიდგომების სრულყოფა; კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; ფონდის ზეგავლენის მასშტაბი; და გასული წლის სტრატეგიის  განვითარება. 

სხვა კატეგორიებისთვის, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინოვაციის, ორიგინალური აზროვნების, ინსპირაციული ლიდერობის ან სექტორზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მაგალითები ამ სფეროში. 

გამოვლინდა 24 გამარჯვებული მრავალ კატეგორიაში. გამარჯვებულების გამოცხადებისა და დაჯილდოების ცერემონია  ჩატარდა  ცოცხალ ფორმატში, 2022 წლის 22 სექტემბერს, ლონდონში, სასტუმრო ჰილტონში.