სიახლეები

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის"

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის"

28/10/2022

20 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის, „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ცერემონია გაიმართა. 

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას. 

შვედეთის მთავრობის და  USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი  წელს მეხუთედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 128 კომპანიამ. 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: 

SDG 4 – ხარისხიანი განათლება

საქართველოს ბანკი - პროექტი „იდეათეკა“მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ბანკი - პროექტი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა 

SDG 9 – მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

ლიბერთი ბანკი  - პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc“ 

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება

„პოლივიმი“ - პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო 

SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები

თიბისი ბანკი - პროექტი „მხარდაჭერა უკრაინას“ 

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის

„ქვერთი“ და „სუპერგმირი“ - პროექტი „სუპერგმირი“ 

აჭარა ჯგუფის სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო კვერნაძეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო გადაეცა. 

წელს, მედიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ ნომინაციაში - მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის. 

კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო მარიამ ვაჩნაძეს („ბიზნესპარტნიორი“), ხოლო საუკეთესო ციფრული სტატიისთვის -ალექსანდრე გვინდაძეს (რადიო თავისუფლება) გადაეცა. 

გამარჯვებულები დააჯილდოეს: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა, იაპონიის ელჩმა, აკირა იმამურამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ოლექსანდრ შულჰამ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ. 

ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.