სიახლეები

საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა

საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა

26/01/2023

საქართველოს პრო ბონო ქსელმა ყოველწლიური შეხვედრა გამართა, სადაც წევრ კომპანიებს წლის მიღწეული შედეგები გაეცნოთ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრო ბონო ქსელი ეს არის იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანება, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. 

ქსელის შემაჯამებელ შეხვედრაზე შემდგომი წლის გეგმებიც დაისახა და ქსელის ახალი წევრი კომპანიები მიიღეს. 

შეხვედრას ვირტუალურ ფორმატში გლობალური პრო ბონო ქსელი ორგანიზაციის Pyxera Global-ის ვიცე პრეზიდენტი, მაურა ფულტონიც ესწრებოდა, რომელმაც კომპანიებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. 

პრო ბონო საქართველოს ქსელმა წლის ლიდერი პრო ბონო კომპანია Saatchi & Saatchi გამოავლინა და დააჯილდოვა. სწორედ სარეკლამო სააგენტო Saatchi-იმ გამოჰყო წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დრო სოციალურ საწარმოთა ალიანსის მხარდასაჭერად.

წლის პრო ბონო ჩემპიონი თანამშორმელი კი ანალიზისა და კონსულტაციის გუნდის (ACT) მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი, ნინო კალანდია, გახდა. 

პრო ბონო საქმიანობა მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის’ ფარგლებში.