24/02/2023
2023 წლის Bloomberg-ის გენდერული თანასწორობის ინდექსი (GEI) 484 კომპანიას მოიცავს. გენდერული თანასწორობის ინდექსის (GEI) მიხედვით, კომპანიები განსაზღვრავენ თავიანთ წინსვლას გენდერული ჩართულობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. ინდექსის შეფასებაში 600-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გამოაქვეყნა გენდერთან დაკავშირებული მონაცემები, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მონაცემია.
„კომპანიების ჩართულობის მუდმივი ზრდის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ თანასწორობისკენ სწრაფვა აშკარაა“ - აღნიშნა პიტერ ტ. გრაუერმა, Bloomberg-ის თავმჯდომარემ - „Bloomberg-ის გენდერული თანასწორობის ინდექსი რჩება მნიშვნელოვან რესურსად კომპანიებისთვის, რათა გამოავლინონ საკუთარი ხარვეზები და გადადგან ქმედითი ნაბიჯები მომავალში“.
GEI-ს ინდექსში ჩართული კომპანიები ფასდებიან ხუთი ძირითადი კრიტერიუმით: ლიდერობა და ტალანტების მოზიდვის სტრატეგია; თანაბარი ანაზღაურება და გენდერული ანაზღაურების თანასწორობა; ინკლუზიური კულტურა; სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო პოლიტიკა; ბრენდის იდენტობა. ამ კრიტერიუმების გარდა, ფორმატი მოიცავს ღია კითხვებს, რომლებიც არ ფასდება ქულებით, მაგრამ აუცილებელია ზოგადი კვლევისთვის. ეს კითხვები, ფარავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: რასა და სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და ეთნიკურობა.
„წელს, GEI-ს -ს ინდექსში ჩართული კომპანიები 92%-მა გასცა პასუხი ღია კითხვებს, რაც მიუთითებს კომპანიათა მაღალზე გენდერული საკითხების მიმართ GEI ინდექსის შეფასების მიღმა“, - ამბობს პატრიცია ტორესი, Bloomberg-ის მდგრადი ფინანსური გადაწყვეტილებების გლობალური ხელმძღვანელი. „GEI აგრძელებს კომპანიებისთვის გავლენის სფეროების იდენტიფიცირებას, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, უფრო მეტ ინოვაციას, კრეატიულობასა და ჩართულობას“.
წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია
GEI-ს წევრ კომპანიებს, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, აქვთ ქალების უფრო მაღალი წარმომადგენლობა ყველა დონეზე. GEI-ს წევრ კომპანიებს, რომელთა საბჭოს 30%-ზე მეტს ქალები წარმოადგენენ, აღმასრულებელ მმართველ პოზიციებზე საშუალოდ, ჰყავთ 27% ქალი, ხოლო იმ შისადაც საბჭოში ქალთა წარმომადგენლობა 30%-ზე დაბალია, შესაბამისად, 20%-ზე ნაკლებია მმართველ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობა.
„გენდერული მრავალფეროვნება არ არის არჩევანი, არამედ ის აუცილებლობაა თანასწორობის მისაღწევად“, - აღნიშნავს კიმ სუნ-ტეე, კორეის ინდუსტრიული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი - „გენდერული მრავალფეროვნება იქნება მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა“.
პასუხისმგებელი ტოპ მენეჯმენტი
GEI-ს წევრ კომპანიებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტოპ მენეჯმენტის შეფასებაში მრავალფეროვნების საკითხების გათვალისწინება.
წელს, GEI-ს წევრების 64%-მა განახორციელა მენეჯერების ეფექტურობის შეფასება მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მიზნების მიხედვით, რაც 8 პუნქტით მეტია გასულ წელთან შედარებით. გარდა ამისა, კომპანიათა 86% გეგმავს არაცნობიერი სტერეოტიპების დაძლევის ტრენინგების ჩატარებას, ხოლო ამ კომპანიების 74%-ში აღნიშნულ ტრენინგებში ჩართული არიან მენეჯმენტის წარმომადგენლებიც.
„ლიდერობის მნიშვნელობა განუზომელია, როდესაც ვცდილობთ გავაუმჯობესოთ გენდერული თანასწორობა სამუშაო სივრცეში, ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა მენეჯმენტის საქმიანობის შეფასებისა და მიზნების ნაწილია“ -აღნიშნა ტორესმა.
წყარო: ESG News