სიახლეები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის სამუშაო შეხვედრა გამართა

06/07/2023

CSR ფორუმი, რომელიც სხვადასხვა სექტორთა წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა, CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს. 

ფორუმის მისიაა საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა დიალოგის წარმართვა და პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერი პოლიტიკური და ინსტიტუციური გარემოს  ჩამოყალიბების ხელშეწყობა  ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ფორუმის საქმიანობა ხორციელდება პერიოდული სესიების მოწვევით  და მუდმივმოქმედი საბჭოს და სამდივნოს მეშვეობით, ასევე დროებითი სამუშაო ჯგუფების მეშვეობით. 

ფორუმი განმარტავს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR-ს) როგორც კომპანიის პასუხისმგებლობას  იმ ზეგავლენაზე, რომელსაც იგი თავისი გადაწყვეტილებებითა და საქმიანობით ახდენს ბუნებრივ გარემოზე, ეკონომიკურ სისტემებსა  და ადამიანებზე, ანუ საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, მომწოდებლებზე, პარტნიორებზე, ადგილობრივ თემებსა და, ზოგადად, საზოგადოებაზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის ნებაყოფლობით ვალდებულებას დააკმაყოფილოს პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესსაქმიანობის უფრო მაღალი საერთაშორისო სტანდარტები, ვიდრე კანონმდებლობით ეკისრება. 

ფორუმის სამუშაო შეხვედრას 40 სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნეს ასოციაციის, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ იმსჯელეს საქართველოში იმ შესაძლებლობებსა და ნაბიჯებზე, რაც CSR-ის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ უნდა გადაიდგას. 

შეხვედრაზე, პრეზენტაციებით წარდგნენ ქართველი და ევროპელი ექსპერტები, რომლებიც CSRDG-ის ორგანიზებით CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის რეკომენდაციებსა და ადვოკატირებაზე მუშაობენ: 

- აუდრონე ალიოშიუტე - პაულაუსკიენე, ლიეტუის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ მმართველი დირექტორი, ლიეტუა

- ქეთრინ ჰენი, ირლანდიის CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის თავმჯდომარე

- დავით მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

- გიორგი პაპავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი 

პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაერთო მოწვეული დაინტერესებული მხარეები. დისკუსიის ფარგლებში გამოითქვა მრავალი საინტერესო მოსაზრება და ინიციატივა, რაც გათვალისწინებული იქნება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისას. 

CSR ფორუმი დაარსდა #CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის' ფარგლებში, ერვოკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. European Union in Georgia Civil Society STAR Initiative