16/08/2023
AccountAbility, სანდო გლობალური ESG საკონსულტაციო და სტანდარტების ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს სამი ათწლეულის გამოცდილება ბიზნეს ლიდერების მხარდაჭერაში, რათა მათ შექმნან პასუხისმგებლიანი კომპანიები. ორგანიზაციამ 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა „მდგრადობის 7 ტრენდი 2023 წლისთვის“ ანგარიში. ანგარიში წარმოადგენს განახლებულ მონაცემებს, სიღრმისეულ ანალიზს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა სექტორის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ორგანიზაციებს გააკეთონ ინფორმირებული, მდგრადი არჩევანი, რომელიც შეესაბამება მათ ბიზნეს მიზნებს.
„მომხმარებლები და საზოგადოება, მთლიანობაში, უფრო მეტს (და განსხვავებულს) მოელიან ბიზნესისგან – დაბალი ნდობისა და მაღალი მოლოდინების ატმოსფეროში“, - წერს AccountAbility-ის აღმასრულებელი დირექტორი სანილ (სანი) ა. მისერი. „დღეს, მდგრადობა ბიზნესის კონკურენტუნარიანობისთვის მთავარი ასპექტია. ლიდერები მიიჩენვენ, რომ მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა პრიორიტეტი და დიდი პოტენციალია. ანგარიში ორგანიზაციებს აძლევს ნავიგაციის საშუალებას სწრაფად ცვალებად ESG გარემოში და ეხმარება მათ ფოკუსირდნენ მნიშვნელოვან ტენდენციებზე, რომლებიც აყალიბებენ ბიზნეს გარემოს“.
ანგარიში ორგანიზაციებსა და ბიზნესებს აწვდის რეკომენდაციებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე. მდგრადობის უახლესი ტენდენციების, გამოწვევების და შესაძლებლობების ანალიზისას ანგარიში სტრატეგიული დაგეგმვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების და დაინტერესებული მხარეების ეფექტური ჩართულობის საშუალებას იძლევა. ანგარიში ეხმარება ორგანიზაციებს შეათავსონ თავიანთი სტრატეგიები მდგრადობის პრიორიტეტებთან, განჭვრიტონ მომავალი და მართონ რისკები და შესაძლებლობები.
გარდა ამისა, ანგარიში შექმნილია ინვესტორებში ნდობის გასაძლიერებლად, მდგრადობის ანგარიშგების მხარდასაჭერად, ცოდნის გაზიარების გასაადვილებლად და შიდა პოლიტიკის რეგულაციებთან შესაბამისობისთვის. ანგარიში არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს დარჩეს ამ მნიშვნელოვანი მოვლენების წინა პლანზე, განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები და პოზიციონირდნენ ლიდერებად.
„მდგრადობის 7 ტრენდი 2023 წლისთვის” ანგარიშის ძირითადი საკითხები:
სრული ანგარიში იხილეთ აქ: AccountAbility 7 Sustainability Trends 2023 Report
AccountAbility-ის შესახებ
AccountAbility არის გლობალური საკონსულტაციო და სტანდარტების ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბიზნესებთან, ინვესტორებთან, მთავრობებთან და ორგანიზაციებთან, რათა განავითაროს გლობალური მდგრადობის / ESG მიმართულებები, ორგანიზაციების პრაქტიკების და გავლენის გაუმჯობესების გზით. ორგანიზაცია ფოკუსირებულია პრაქტიკული, ეფექტური და მდგრადი შედეგების მიწოდებაზე, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს მიაღწიონ წარმატებას. AccountAbility არის საზოგადოებრივი ბენეფიციარი კორპორაცია, რომელიც მუშაობს გლობალურად მაღალკვალიფიციური გუნდის მეშვეობით ნიუ-იორკში, ლონდონში, რიადში და დუბაიში. კომპანია არის Financial Times-ის, Forbes-ისა და Capital Finance International-ის მრავალი ბიზნეს ჯილდოს მიმღები. შეიტყვეთ მეტი www.accountability.org.