06/09/2023
„ჰაინეკენი“ აცხადებს რომ გეგმავს 25 მილიონი ფუნტის (32 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას, რათა მანჩესტერის ლუდსახარსში დამონტაჟდეს სითბოს ტუმბოები, რაც მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების და სათბური აირების გაფრქვევების შემცირებას.
ახალი სისტემა ჩაანაცვლებს ბუნებრივ აირზე მომუშავე ორთქლის ქვაბებს წელიწადში 700 მილიონი პინტიანი ლუდსახარში ელექტროენერგიით მომუშავე სითბოს ტუმბოებით. ასევე სადისტრიბუციო და აღდგენის მილების ქსელი, რომელიც შთანთქავს სითბოს მრავალი პროცესისგან, გამოიყენებს დაგროვილ სითბოს ხელახლა ხარშვისა და შეფუთვისთვის.
„ჰაინეკენის“ თანახმად, პროექტი სავარაუდოდ დასრულდება 2024 წლის ბოლოს და გამოიწვევს ბუნებრივი აირის 45%-ით შემცირებას, რაც თანხვედრაშია კომპანიის კლიმატის მიზნებთან- 2030 წლისთვის კომპანიის წარმოებაში ნულოვანი ბალანსის (net zero) მიღწევას და 2040 წლისთვის კი სრულად, მიწოდების ჯაჭვში- „ქერიდან ბარამდე“ („from barley to bar“).
ჩელსი ვრომ, დიდი ბრიტანეთის „ჰაინეკენ“-ის მდგრადობის დირექტორმა განაცხადა:
„ჩვენ გვსურს უკეთესი სამყარო შევქმნათ და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ნულოვან ბალანსს (net zero). სითბოს ტუმბოები არის საკვანძო ტექნოლოგია ჩვენი ლუდსახარშების დეკარბონიზაციისკენ მიმავალ გზაზე და საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ცირკულარული პროცესი ჭარბი სითბოთი, რომელიც წარმოიქმნება ხარშვის პროცესში.“
სისტემის მიმწოდებელი GEA შეიმუშავებს, მიაწოდებს და დააინსტალირებს ახალ ქსელს და შეცვლის კომპანიის აღჭურვილობას.
მეთიუ ჰედვენმა, ლუდსახარშის გაყიდვების მენეჯერი, GEA-ს თხევადი და ფხვნილის ტექნოლოგიების განყოფილება, აღნიშნა:
„შიდა პირობებში პროცესის წარმართვა გვაქცევს „ჰაინეკენ“-ისთვის სანდო პარტნიორად, რომელიც ძალიან სერიოზულად უყურებს თავის მდგრადობის მიზნებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომა სხვა კომპანიებისთვის იქნება მაგალითი.”
წყარო: https://www.esgtoday.com/heineken-invests-30-million-in-low-carbon-heat-network-to-reduce-emissions/