სიახლეები

Datamaran Core - ახალი პლატფორმა ESG რისკების სამართავად

Datamaran Core - ახალი პლატფორმა ESG რისკების სამართავად

20/06/2025

Datamaran-მა, ESG პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოწინავე კომპანიამ, წარადგინა თავისი უახლესი პროდუქტი – Datamaran Core, რომელიც  მიზნად ისახავს კომპანიებისთვის ESG რისკების იდენტიფიცირების, მართვისა და ანგარიშგების პროცესების გამარტივებას და მუდმივად ცვალებად მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციაში დახმარებას.

Datamaran -ი კომპანიებს სთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას,  რომელიც კორპორაციული მდგრადობისა და რისკების მართვის გუნდებს აწვდის ანალიტიკურ მონაცემებსა და ინსტრუმენტებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, რესურსების გამოყენება, მომხმარებლები და ბიზნესის წარმოება.

Datamaran-ის ცნობით, პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია არსებითობის და ზეგავლენების ანალიზი, რაც კომპანიებს ეხმარება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრასა და ESG რისკების შეფასებაში.

ამას გარდა, Datamaran Core მომხმარებლებს აწვდის სტრუქტურირებულ ინფორმაციას ანგარიშგების საკითხებზე, მარეგულირებელ ნორმებსა და ძირითად ტენდენციებზე.

პლატფორმას აქვს მონაცემების ექსპორტისა და აუდიტის შესაძლებლობა, რაც კომპანიებს ეხმარება შიდა და გარე აუდიტისთვის მომზადებაში.

Core პროდუქტი ასევე უზრუნველყოფს წვდომას Datamaran -ის ახლახან გაშვებული პლატფორმის პრემიუმ ვერსიაზე, Harbor+-ზე, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადობის პროფესიონალებისთვის ექსპერტული ცოდნის გაზიარებას და სწრაფად ცვალებად მარეგულირებელ გარემოში ორიენტირებას.

 

წყარო:

https://www.esgtoday.com/datamaran-launches-new-esg-data-solution-for-corporate-sustainability-legal-and-risk-teams/