ბიზნეს ეთიკა
ეთიკა გულისხმობს მორალური პრინციპებისა და ღირებულებების ერთიანობას, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტული საზოგადოების, ჯგუფისა თუ ინდივიდის ქცევას.
ბიზნეს ეთიკა კი მოიაზრებს კომპანიის საქმიანობის წარმართვას ეთიკის პრინციპებსა და მორალურ ღირებულებებზე დაყრდნობით, ანუ იმის გარჩევას, თუ რა არის მცდარი და მართებული და, შესაბამისად, მართებულად მოქცევას.
ბიზნესსაქმიანობის კონტექსტში „მართებული“ და „მცდარი“ გულისხმობს ზნეობრივად მართებულსა და მცდარს, განსხვავებით კომერციული ან ფინანსური თვალსაზრისით მართებულისა და მცდარისაგან. ბიზნესეთიკა შეეხება ბიზნესსაქმიანობის ყველა ასპექტს, როგორც კომპანიის ცალკეული თანამშრომლების ქცევას, ისე მთლიანად ორგანიზაციის საქმიანობას.
ბიზნესეთიკა მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. CSR-ის მრავალი საკითხი თავდაპირველად ბიზნეს ეთიკის სფეროდ გაიაზრებოდა. თუმცა დღესდღეობით ბიზნეს ეთიკა CSR -ის ერთ-ერთ შემადგენელ თემად განიხილება. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მეტად შეეხება კომპანიის საქმიანობის, მისი სოციალური და ეკოლოგიური ზეგავლენების მართვას პასუხისმგებელი მიდგომებით, ბიზნეს ეთიკა კი მოიცავს მორალური პრინციპების და ღირებულებების ერთობლიობას, რომლებიც განაპირობებს კომპანიის და მის თანამშრომელთა ქცევას.
ბიზნეს ეთიკის ძირითადი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები შემდეგია:
საქმიანობის ფარგლებში ცხოველების გამოყენებისას, კომპანია იცავს ეთიკურობის, ჰუმანურობისა და „ცხოველთა კეთილდღეობის“ პრინციპებს
კომპანიის ეთიკური პრინციპები და ღირებულებები ჩამოყალიბებული არის ხოლმე ეთიკის კოდექსსა და ქცევის კოდექსებში, რომლებიც განსაზღვრავს სხვადასხვა სიტუაციებში ქცევის უფრო კონკრეტულ წესებს და უზრუნველყოფს, რომ ეთიკური ღირებულებები კომპანიის საქმიანობაში იყოს ინტეგრირებული.
ეთიკის კოდექსი არის ნებაყოფლობით მიღებული ფორმალური დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად არის დამტკიცებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის. ეთიკის კოდექსში ჩამოყალიბებულია კონკრეტული კომპანიის ეთიკური ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც კომპანია ეფუძნება გადაწყვეტილების მიღებისას და რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ თანამშრომლებმა ნებისმიერ სიტუაციაში. ეთიკის კოდექსი არსებითად ეხმარება თანამშრომლებს მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა არის სწორი და რა მცდარი საქციელი სხვადასხვა სიტუაციაში და იმოქმედონ პატიოსნად და კეთილსინდისიერად.
კომპანიის ქცევის კოდექსი (კორპორაციული ქცევის კოდექსი) კი წარმოადგენს ქცევის წესებისა და ინსტრუქციების ნაკრებს თანამშრომლებისათვის კომპანიაში მისაღები და დასაშვები, ასევე მიუღებელი ქცევის თაობაზე. აქ წარმოდგენილია როგორც პოზიტიური ქცევის წესები, ისე აკრძალვები, ანუ როგორი ქცევა არის მისაღები და მისასალმებელი, და როგორი – დაუშვებელი, სხვადასხვა სიტუაციაში. ქცევის კოდექსი ასახავს კომპანიის ძირითად ღირებულებებს და უშუალოდ ეფუძნება ეთიკის კოდექსს. არსებითად, ქცევის კოდექსი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცნენ თანამშრომლები სხვადასხვა სიტუაციაში, რომ ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები და ეთიკური სტანდარტები დაცული იყოს კომპანიაში.
ქცევის და ეთიკის კოდექსები კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ორი დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით, ან ერთიან დოკუმენტში შერწყმული, რომელიც განსაზღვრავს როგორც ეთიკურ ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე ქცევის წესებს და აკრძალვებს.
იმისათვის, რომ კომპანიის ეთიკის და ქცევის კოდექსში ჩამოყალიბებული ეთიკური პრინციპები, ღირებულებები და ქცევის წესები მხოლოდ კეთილ განზრახვად არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ჰქონდეს დანერგილი მათი განხორციელების ქმედითი მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად: