სიახლეები

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით გამოიცა ჟურნალი - Sustainability Spotlight

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით გამოიცა ჟურნალი - Sustainability Spotlight

13/04/2021

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში პირველად, კორპორაციული მდგრადობის თემაზე გამოიცა ჟურნალი - Sustainability Spotlight.

ჟურნალი მიმოიხილავს პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის მაგალითებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებებს კორპორაციული მდგრადობის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებით.

ჟურნალის პირველ ნომერში კოვიდ-19 და ახალი ერა  ბიზნესისთვის, სხვა საინტერესო სიახლეებთან ერთად წაიკითხავთ: რატომ არის კორპორაციული მგდრადობა სწორად წარმართული ბიზნესი,  მდგრადობა, როგორც სამწეარმეო საქმიანობის მამოძრავებელი ძალა, გაეცნობით ბიზნეს ქცევის კარგ მაგალითებს და ხელისუფლების ხედვას, ინიციატივებსა და საქმიანობას მდგრადი განვითარების სფეროში.

ჟურნალში მიმოხილულია კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე - როგორ შეძლო ბიზნესმა კრიზისთან გამკლავება და რას უნდა ველოდოთ მომავალში; როგორ შეგვიძლია მდგრადი მიდგომების გამოყენებით აღვადგინოთ ეკონომიკა და საიდან დავიწყოთ? - ამ და სხვა კითხვებს მთავრობის, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები პასუხობენ.

ჟურნალის პირველი ნომერი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა. ჟურნალის სპონსორები არიან კომპანიები: "ორიენტ ლოჯიკი", MBC, Georgian Business Platform და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.