სიახლეები

ევროპის ინდუსტრიათა მდგრადობის ბარომეტრი

ევროპის ინდუსტრიათა მდგრადობის ბარომეტრი

11/10/2021

ევროპის ინდუსტრიათა მდგრადობის ბარომეტრი (European Sustainable Industry Barometer) შეიმუშავა CSR Europe“-მა „Moody's Vigeo Eiris“-თან თანამშრომლობით. ბარომეტრის პირველი გამოცემა წარადგინეს 2021 წლის 11 ოქტომბერს, ევროპის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) სამიტზე 

ბარომეტრი შეიცავს მონაცემებს ევროპის  ბიზნესსექტორებისა და  ინდუსტრიათა ფედერაციების  შესახებ, კერძოდ კი მდგრადი განვითარების მიზნებთან მათი საქმიანობის შესაბამისობის შესახებ, წარმოაჩენს და ზომავს ESG-სა და კლიმატის ცვლილების შემცირების მიმართულებით მათ ყოველწლიურ წინსვლას, აგრეთვე გვიჩვენებს, თუ სად არის საჭირო დამატებითი ძალისხმევა.

ბარომეტრი ავსებს SDG-ის შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც აქვეყნებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური Eurostat.

ევროპის ინდუსტრიათა მდგრადობის ბარომეტრი  შემუშავდა მდგრადი მრეწველობის ევროპული შეთანხმების ფარგლებში, ის წარმოადგენს რანჟირების ძირითად ინსტრუმენტს, რომლის მიზანია წინსვლის გაზომვა და ბიზნესსექტორების ერთიანი ხედვის გარდაქმნა სამოქმედო გეგმად.

მდგრადი მრეწველობის ევროპული შეთანხმება 2020 წლის ევროპის SDG სამიტზე გაფორმდა. მისი მიზანია გააერთიანოს და გააძლიეროს კომპანიების, ბიზნესფედერაციებისა და ევროკავშირის ლიდერების ინდივიდუალური ძალისხმევა SDG მიზნების მისაღწევად, ხელი შეუწყოს მათ პარტნიორობას, ასევე, ხელი შეუწყოს პოსტ-პანდემიის პერიოდში ეკონომიკის აღდგენას. მოკლედ, „შეთანხმება“ ჩაფიქრებულია როგორც ევროპის მდგრადი მომავლის მიღწევის გეგმა.

მასშტაბური შედეგების მისაღწევად, მდგრადი მრეწველობის ევროპული შეთანხმება სამ განსხვავებულ მიზანს ისახავს სამი სექტორისთვის, კერძოდ: 

  • ინდუსტრიის ფედერაციებისთვის: 2024 წლისთვის თითოეული სექტორის ფედერაციას ჰქონდეს შემუშავებული ინდუსტრიის მდგრადობის სტრატეგია კომპანიებისთვის: 2030 წლისთვის  10 000 კომპანია იყოს ჩართული სექტორულ და სექტორთაშორის თანამშრომლობაში.
  • ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერებისათვის: გამოიყენონ კომპანიათა ერთობლივი ქმედებები და 2024 წლისთვის ყველასთვის უზრუნველყონ ინკლუზიური თანაბარი პირობები.

„ინდუსტრიის ფედერაციებს ცალსახად შეუძლიათ დააჩქარონ ცვლილებები თავიანთ სექტორებში …„მოქმედების ათწლეული“ გრძელდება და დროა ინდუსტრიის ფედერაციებმა და მათმა წევრებმა გააძლიერონ თანამშრომლობა, კომუნიკაცია და მოქმედება. ” -განაცხადა შტეფან კრეტსმა, CSR ევროპის დირექტორმა, ევროპის ინდუსტრიათა მდგრადობის ბარომეტრის შესავალში.