სიახლეები

მდგრადი განვითარების მიზნები და GRI ანგარიშგების ფორმატი - განახლებული სახელმძღვანელო

მდგრადი განვითარების მიზნები და GRI ანგარიშგების ფორმატი - განახლებული სახელმძღვანელო

15/06/2022

გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტები ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და აღიარებულ ფორმატს წარმოადგენს არაფინანსური ანგარიშგებისათვის. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 80%-ზე მეტი სწორედ ამ ფორმატს იყენებს მდგრადი განვითარების (CSRI ანგარიშების მოსამზადებლად.

2022 წლის მაისში GRI-მ გამოაქვეყნა განახლებული სახელმძღვანელო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე (SDG) GRI ფორმატით ანგარიშგებისათვის: Linking the SDGs and the GRI Standards.  სახელმძღვანელო უფასოდ არის ხელმისაწვდომია ყველა ზომის და სექტორის ორგანიზაციისათვის. მისი მიზანია დაეხმაროს კომპანიებს GRI სტანდარტის მიხედვით გაზომონ და შეაფასონ საკუთარი წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და ასახონ ეს წვლილი საკუთარ არაფინანსურ ანგარიშებში. სახელმძღვანელო დეტალურ ინსტრუქციებს შეიცავს, როგორ შეიძლება GRI  სტანდარტების ცალკეული ინდიკატორების გამოყენება კონკრეტული SDGs მიზნებისა და ამოცანების შესახებ ანგარიშგებისათვის.

გამჭვირვალობა სწრაფად ხდება ბიზნესის წარმოების აუცილებელი პირობა და განუყოფელი ნაწილი. გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანიც (ამოცანა 6) სწორედ გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას: „კომპანიათა სტიმულირება და ხელშეწყობა დანერგონ მდგრადი და პასუხისმგებელი მიდგომები საქმიანობაში და ეს ინფორმაცია ასახონ საკუთარ ანგარიშებში“. ანგარიშგება ეხმარება კომპანიებს უკეთ გაიაზრონ და მართონ საკუთარი წვლილი SDGs მიზნების განხორციელებაში.

2016 წელს გაეროს მდგრადი განვითარების  მიზნების მიღების შემდეგ, GRI ქმედითად ხელს უწყობს კომპანიებს შეაფასონ საკუთარი საქმიანობის ზეგავლენები გარემოსა და ადამიანებზე და, შესაბამისად, საკუთარი წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში და ანგარიშებში წარმოადგინონ ეს ინფორმაცია.

ჩვენი სახელმძღვანელოს განახლებული ვერსია ანგარიშგების ახალ ინსტრუმენტებს სთავაზობს კომპანიებს და ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ მიმართულ უფრო სწრაფ და ეფექტურ ქმედებებს. ანგარიშგების GRI სტანდარტი ერთდერთი სტანდარტია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ანგარიშგება SDG მიზნების მრავალრიცხოვან ამოცანებზე.

პიტერ პაულ ვან დე ვიისი, GRI-ის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი