სიახლეები

ევროპული SDG სამიტი 2022, 10-12 ოქტომბერი

ევროპული SDG სამიტი 2022, 10-12 ოქტომბერი

14/10/2022

გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის წინ (COP27), 2022 წლის ევროპის SDG სამიტმა უმასპინძლა მდგრადი განვითარების სფეროს ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც იმსჯელეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე: როგორ შეგვიძლია ერთად ავაშენოთ მწვანე და ინკლუზიური ევროპა.

პანდემიის შემდეგ და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსოფლიომ უნდა დააჩქაროს სვლა კლიმატ-ნეიტრალურობისკენ და  მწვანე, ინკლუზიური ციფრული მიდგომების დანერგვაზე მუშაობა.  ძალისხმევის მასშტაბები მოითხოვს როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე  ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივ ქმედებებს სათბურის აირების ნულოვანი ბალანსის მისაღწევად.

ღონისძიება 10-12 ოქტომბერს გაიმართა ახალ, ჰიბრიდულ ფორმატში.

სამიტზე მოწვეული იყო  100-ზე მეტი მომხსენებელი, მათ შორის ბიზნესისა და ინდუსტრიის ლიდერები, ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული პირები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან. საუკეთესო ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით სამიტმა 5000-ზე მეტ მონაწილეს შესაძლებლობა მისცა ჩართულიყვნენ ინტერაქტიულ დისკუსიებიში და დაემყარებინათ კონტაქტები.

18 ევროპული SDG მრგვალი მაგიდისა და 3 მაღალი დონის პლენარული სესიის მიმდინარეობა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და   სრულად ხელმისაწვდომი იყო ონლაინ ფორმატშიც.  სესიები მოიცავდა შემდეგ სამ ძირითად მიმართულებას: ეკონომიკა ხალხთან და ხალხისთვის; მდგრადი ნედლეული და ღირებულების ჯაჭვები; მდგრადი ბაზრები და ფინანსები.

სამიტმა გამოაქვეყნა 8 პუბლიკაცია, რომლებშიც წარმოჩენილია   საუკეთესო პრაქტიკა მდგრადი განვითარების საკითხებზე.

SDG სამიტი ორგანიზებული იყო CSR Europe-ის მიერ CSR Europe-ის ქსელთან თანამშრომლობით. მას ჰყავდა 45-ზე მეტი პარტნიორი, მათ შორის მრავალეროვანი კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ეროვნული CSR ქსელები.

CSR Europe არის წამყვანი ევროპული ბიზნეს ქსელი კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლობის სფეროში. ქსელი, თავის კორპორაციულ წევრებთან, ეროვნულ პარტნიორ ორგანიზაციებთან (NPOs) და ასოცირებულ პარტნიორებთან ერთად,  შთააგონებს და მხარს უჭერს 10000-ზე მეტ საწარმოს ადგილობრივ, ევროპულ და გლობალურ დონეზე.