სიახლეები

კონკურსში, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ (BARTA) განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსში, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ (BARTA) განაცხადების მიღება დაიწყო

21/10/2024

მსოფლიო ბანკი, ანგარიშგების  და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) ერთად, 2024 წლის კონკურსს, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ (BARTA) გახსნილად აცხადებს. 

BARTA ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora’-ს კატეგორიის, „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე“ მხარდამჭერია, ხოლო Meliora, თავის მხრივ BARTA-ს „საუკეთესო მდგრადობის ანგარიშის“ კატეგორიის მხარდამჭერი. 

BARTA-ს და Meliora-ს განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების კულტურის დანერგვასა და ამ საკითხზე კომპანიათა ინფორმირების გაზრდაზე მუშაობა. 

არსებობის ხუთწლიანი ისტორიით, BARTA საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. კონკურსის ნომინაციებში გამარჯვება ნიშნავს გამჭვირვალობის მაღალ ინდექსს, რაც განაპირობებს თქვენი ორგანიზაციის სანდოობის აღიარებას ინდუსტრიაში/დარგში.   

კონკურსში, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ (BARTA) განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.   

კონკურსის კატეგორიებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3BMyPUZ 

წელს BARTA-ს დაემატა განსაკუთრებული ჯილდო „საუკეთესო დებიუტანტი კომპანია.“ ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს ახალბედა ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობის პირველივე წელს აჩვენებს მაღალ ხარისხს. 

დაჯილდოების ღონისძიება 13 დეკემბერს ჩატარდება, სადაც საზეიმოდ გამოვლინდებიან 10 კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები. 

იხილეთ ვიდეო ანონსი: https://youtu.be/5C1xTlhO-4s  

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ BARTA -ს ოფიციალურ ვებგვერდს:  https://www.barta.ge/