30/06/2025
ანგარიშგების გლობალურმა ინიციატივამ (GRI) გამოაქვეყნა მდგრადობის ტაქსონომია, დიგიტალური ჩარჩო, რომელიც შესაძლებელს ხდის GRI სტანდარტების გადაყვანას ციფრულ ფორმატში, რაც ამარტივებს მდგრადობის შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ანალიზს და შედარებას.
GRI-ის ახალი ტაქსონომია შემუშავებულია XBRL (eXtensible Business Reporting Language) ფორმატის გამოყენებით, რომელიც ფინანსური და ბიზნეს ინფორმაციის ციფრული ანგარიშგების საყოველთაოდ აღიარებული ფორმატია.
GRI მდგრადობის ტაქსონომია კომპანიებს საშუალებას აძლევს მდგრადობის ანგარიშები წარადგინონ სტანდარტიზებული ციფრული ფორმატით, რაც ზრდის GRI სტანდარტების შესაბამისობას ანგარიშგების სხვა სტანდარტებთან და აადვილებს GRI სტანდარტების უნივერსალურ გამოყენებას მდგრადი განვითარების ანგარიშგებისათვის, ნებისმიერ სხვა სტანდარტთან ერთად.
GRI მდგრადობის ტაქსონომია მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ყველაზე ფართოდ გამოყენებად ანგარიშგების სტანდარტებთან, როგორიცაა "ISSB სტანდარტები“ და „ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები“ (ESRS).
„GRI-ის მდგრადობის ტაქსონომია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა ანგარიშების წარმდგენმა ორგანიზაციებმა და მონაცემების მომხმარებლებმა მდგრადობის შესახებ ინფორმაცია უფრო ადვილად მოიძიონ და გაანალიზონ. ეს არის პრაქტიკული, ინკლუზიური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ GRI სტანდარტებმა შეინარჩუნოს მსოფლიოში წამყვანი პოზიცია და მაქსიმალურად მორგებული იყოს ციფრული ანგარიშგების მუდმივად განვითარებადი სამყაროს მოთხოვნებს“ - განაცხადა კრისტინა ჯილ უაიტმა, GRI-ის დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მთავარმა ოფიცერმა
GRI გეგმავს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებიც ორგანიზაციებს დაეხმარება ციფრული ანგარიშგების პროცესის გამარტივებაში. მათ შორის, GRI აკადემია მოამზადებს ტრენინგებს ანგარიშების წარმდგენი ორგანიზაციებისთვის. 2025 წლის ბოლოსთვის GRI აგრეთვე გამოაქვეყნებს დამატებით დამხმარე პროგრამულ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობით კომპანიებს შეეძლებათ გადაამოწმონ საკუთარი დიგიტალური ანგარიშების შესაბამისობა GRI სტანდარტების მოთხოვნებთან.
წყაროები: